სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
ნინო ვიბლიანის განცხადებით , მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლოს ჩატარებული 33 PCR ტესტიდან, ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. მუნიციპალიტეტში მთლიანობაში ჩატარებულია 5000-მდე PCR კვლევა. ასევე, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. დღეს ველოდებოდით PCR კვლევის 33 პასუხს და ყველა უარყოფითია ახალ კორონავირუსზე.
2 სექტემბრიდან ველოდებით ჩაკეტილი სივრცის, ლენჯერის და დაბა მესტიის საკარანტინე შეზღუდვების მოხსნას. ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია, კონტროლს ექვემდებარება“, -განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო.










