გურიაში 73 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ნათესავებსა და მეზობლებს შორის მოხდა: “ერთის ქათმები გადავიდნენ მეორეს ბოსტანში , რასაც დაპირისპირება მოჰყვა და 73 წლის ე. ლ. მისმა ნათესავმა და მეზობელმა 67 წლის ვ. ლ. -მ ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო თოფით დაჭრა“.
დაჭრილი ოზურგეთის კლინიკაშია მოთავსებული.მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ფეხისა და ბარძაყის არეში ჭრილობები აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მზიმე დაზიანებას გულისხმობს










