ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უკვე რამდენიმე თვეა კომაშია. ამის შესახებ New York Post წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწის, ჩან სონ მინის ცნობით, ჩრდილოკორეელი ლიდერის სატელევიზიო გამოსვლები დამონტაჟებულია.
ჩან სონ მინი ამბობს, რომ მის ეჭვებს ისიც აღვივებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელის ფუნქციების ნაწილი კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჩჟონს გადასცა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა, რომელიც ამჟამად კორეის შრომითი პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების მმართველის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.