LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორპორაცია მაიკროსოფტი: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“

კორპორაცია მაიკროსოფტი: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“

დაპოსტა 2020/08/25-ში
A A
104
ნახვა
გაზიარება

კორპორაციამ Microsoft   დეტალურად შეისწავლა სამინისტროს მიერ პანდემიისა და პოსტპანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლებისას, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროდუქტების დანერგვის პროცესი, უწყების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები წარმატებულ ნიმუშად აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა (Case Study).

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემაში მუდმივად ნერგავს ინოვაციას – ვირტუალურ კლასებს, ჩეთბოტებსა და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით გაჯერებული განათლების მიწოდება. ახალი რეფორმის გასააქტიურებლად სამინისტრომ სკოლებისთვის Microsoft 365 და Microsoft Teams პროგრამები შეარჩია,“ – ნათქვამია Microsoftის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

პუბლიკაციაში მოყვანილია ნაწყვეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინტერვიუდან, სადაც ის დეტალურად საუბრობს Microsoft-სა და სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ხაზს უსვამს სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობას.

მიხეილ ჩხენკელი: „21ე საუკუნეში ადამიანის საქმიანობაში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ყოვლისმომცველი განათლება და ამავდროულად იყვნენ კონკურენტუნარიანები სწავლის დამთავრებისთანავე, მათ სჭირდებათ ელექტრონულ რესურსებთან წვდომა. ინტერაქტიული ონლაინ მასალები, ონლაინ კურსები, ერთობლივი სასწავლო ჯგუფები, ციფრული ბიბლიოთეკა, თამაშებზე დაფუძნებული გაკვეთილები – ეს ყველაფერი თანამედროვე სასწავლო გამოცდილების უმთავრესი კომპონენტებია.“

ინტერვიუს დროს, მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

„რეფორმამ უნდა შეცვალოს საგნების სწავლების ფილოსოფია. აუცილებელია, რომ სწავლება ყოველთვის იწვევდეს ცნობისმოყვარეობას. ფსიქოლოგები და მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ახალგაზრდები გართობის დროს უკეთესად აღიქვამენ ნებისმიერი სახის მასალას,“- ამბობს მინისტრი Microsoft-ის წარმომადგენლებთან ინტერვიუში.

მაიკროსოფტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასევე საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც უწყებამ ოსწავლეებისთვის ონლაინ-სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გადადგა, განსაკუთრებით ხაზგასმულია სკოლებში Minecraft Education Edition-ის პროგრამის დანერგვის პროექტი.

„მეტიც, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, საქართველოს დაახლოებით 150 სკოლაში, საპილოტე რეჟიმში ჩაშვებულია Minecraft Education Edition პროგრამა, რაც გულისხმობს თამაშზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს უფრო შემოქმედებითად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.

მიხეილ ჩხენკელი: Minecraft EducationEdition განათლებასთან ერთად მოიცავს თამაშს. მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური მუზეუმები, ციხესიმაგრეები, ისტორიული ძეგლები, რაც იწვევს ახალგაზრდის ინტერესს, არა მხოლოდ საკუთარი კულტურის მიმართ, არამედ სხვა კულტურების მიმართაც. სამინისტრო ცდილობს, რომ 2020 წლის სექტემბრამდე, Minecraft პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში დანერგოს.

კომპიუტერის ცოდნა გახდა სასიცოცხლო უნარი. ჩვენი ციფრული ტრანსფორმაცია გამიზნულია სპეციალურად ახალი თაობის მოსამზადებლად, რომლებიც იცხოვრებენ და იმუშავებენ კიდევ უფრო მეტად ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში,” – ნათქვამია მაიკროსოფტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

სრული მასალა იხილეთ:
https://customers.microsoft.com/en-us/story/836788-ministry-emis-national-government-azure-en-georgia

გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
მთავარი

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"