უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია„ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსთან ერთად მისი ქმარი და ქალიშვილი დაავადდნენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 1,987 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 104,958 ადამიანს დაუდგინდა.