ქუთაისში პირველი „მაკკაფე“ გაიხსნა. ყავისა და დესერტების მოყვარულების ბრენდი აღმაშენებლის მოედნის #1-ში მდებარე „მაკდონალდსის” პირველ სართულზე განთავსდა და მომხმარებლებს უკვე მასპინძლობს.
„მაკკაფე“ პრემიუმ ხარისხის ყავისა და მრავალფეროვანი დესერტების კაფეა. ეს არის ადგილი განსხვავებული პროდუქტით, სერვისითა და გამოცდილებით.
ყავას აქ სპეციალურად სტუმრებისთვის, მათ თვალწინ ამზადებს ყავის ექსპერტი-„მაკკაფეს“ ბარისტა.ყავის მარცვლები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მოყვანილი, საშუალოდ მოხალული და ახლად დაფქული 100%-იანი არაბიკაა, რაც მის საუცხოო გემოსა და არომატს განაპირობებს.
ყავის ფართო ასორტიმენტთან ერთად „მაკკაფეში“ დაგხვდებათ იშვიათი ევროპული დესერტებისა და ფრანგული ფუნთუშეულის დიდი არჩევანი.
„პირველი „მაკკაფე“ 2019 წელს თბილისში, ვაკის „მაკდონალდსში“ გავხსენით და მას შემდეგ ეტაპობრივად ვამატებთ სხვა რესტორნებშიც. ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს ყველგან მივაწოდოთ ის პროდუქტი, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებს. მაკკაფე“ მართლაც ასეთი ბრენდია და ვფიქრობთ, რომ ის ქუთაისელებისსაყვარელი ადგილი გახდება განტვირთვისა და პრემიუმ ხარისხის ყავისა თუ დესერტების დაგემოვნებისთვის“- აცხადებენ კომპანიაში.