ფილიპინებში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრამ გზები და შენობები დააზიანა, მათ შორის საავადმყოფო და სპორტკომპლექსი, რომელიც კორონავირუსის საკარანტინო ცენტრად გამოიყენება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ფილიპინების სეისმოლოგიური სააგენტოს განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს, თუმცა სააგენტომ მიწისქვეშა ბიძგების შესახებ გაფრთხლება გამოსცა.