ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამართალდამცავები „უნაკლო მსახურებისთვის“ I, II და III ხარისხის მედლებით დააჯილდოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მედლები შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრაციები სამართალდამცველებმა რამდენჯერმე ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციების დაწყებიდან დღემდე 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.