LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გაანებონ თავი ასეთ მოქმედებებს – არასრულწლოვნების ადვოკატი

დაპოსტა 2020/08/03-ში
A A
156
ნახვა
გაზიარება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, გამოძიების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ამოიღო გამოძიებამ „ტოიოტა ვითსის“ მარკის მანქანა, რომელშიც შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს მისი დაცვის ქვეშ მყოფების ნაწილი იმყოფებოდა, მხოლოდ შაბათს და არა დაუყოვნებლივ. მისი თქმით, თუ საგამოძიებო უწყება თვლის, რომ ამ მანქანაში გამოძიებისთვის საინტერესო მტკიცებულებები შეიძლება ყოფილიყო, მისი ამოღება გამოძიების დაწყებისთანავე უნდა მომხდარიყო.

„დაახლოებით ორი თვე სრულდება ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან და შაბათს ხდება მანქანის ამოღება, დაილუქა და გადაყვანილ იქნა.

თუ რაიმე მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო ორგანოსთვის, მათთვის ეს ფაქტი ცნობილი იყო იმ დღიდანვე, რაც ჩვენება მივეცით, რომ იქ ფიგურირდებოდა და იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა „ტოიტა ვითსის“ ავტომობილი, სადაც ისხდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ამოიღეს მაშინ და რატომ მოხდა შაბათს ამოღება. თუ რაიმე ნივთმტკიცება იქნებოდა, ბუნებრივია, ეს უნდა ამოეღოთ დაუყოვნებლივ. მაშინ რომ არ ამოიღეს მანქანა, მიგვაჩნია, რომ იყო სწორი, რადგან ეს მანქანა არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, არ იყო ჩხუბის დროს, არ იყო დაბადების დღეზე. უბრალოდ, იმ პერიოდში ფიქსირდება ავტობანზე ვიდეო კამერების მიერ.

ვთვლით, რომ გარკვეულწილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ვიცავ 5 ადამიანს, მოწმეებს, პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება, რომ ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საქმესთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გაანებონ თავი ასეთ მოქმედებებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ღურწკაიას განცხადებით, ავტომობილში გამოძიება ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ ნახავს, რადგან მისი თქმით, პირველადი დათვალიერებისას იქ არაფერი აღმოჩნდა. როგორც ადვოკატი ამბობს, გარდა ინფორმაციისა, რაც გამოძიებას უკვე მიაწოდეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არაფერი იციან. ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არც გიორგი შაქარაშვილს იცნობდნენ და არც გოგონა, რომლის დაბადების დღეც იყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ადამიანს უთხრეს, რომ ორი ადამიანია საგურამოში და არის წამოსაყვანი, წავიდნენ მანქანით და როდესაც მცხეთის მიმართულებით წავიდნენ, ადგილზეც არ მისულან, ერთ-ერთი პირი უკავშირდება „ვითსში“ მჯდომ პირს და ეუბნება, რომ ბიჭები წამოსულები არიან და აღარ უნდა წამოხვიდეთ, ჩემები ბრუნდებიან თბილისში. მათ კამერა აფიქსირებს ნატახტარში, რესტორან „იმერულ ეზოსთან“,- განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი
მთავარი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე, მათ შორის - ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის...

დაწვრილებითDetails

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

მეექვსე კლასელმა თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე სკოლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

მაღაზიის გაქურდვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები … 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა- შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, მეზობლად მცხოვრები მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ზუგდიდში, მეზობლად მცხოვრები მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"