‼️2020 წლის 22 ივლისს, დღის 2 საათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედნზე, ბაღის კიდეზე (სვეტებთან) გაიმართება აქცია ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდე. აქციას ორგანიზებას უწევს სახალხო გაერთიანება,, თემთა ერთობა,, და საზოგადოებრივი მოძრაობა ,, რიონის ხეობის გადარჩენისთვის,,
‼️2020 წლის 5 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნამოხვანში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მოითხოვეს, სამუშაოების შეწყვეტა და ტექნიკის გაყვანა ორი კვირის ვადაში. მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცა დეველოპერ კომპანია ,, ენკა რინიუებლზს,, წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსდა მომდევნო აქცია.
მივმართავთ სრულიად საქართველოს, და განსაკუთრებით ქუთაისის მოსახლეობას: გააცნობიერონ ის უდიდესი საფრთხე, რასაც ეს მშენებლობა უქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისს, რეგიონს და მთელ ქვეყანას
‼️აქცია აპოლიტიკურია. პოლიტიკურ პარტიებს არ მიეცემათ საშუალება ჩვენი შეხვედრა გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის. არ დაიშვებიან ცნობადი პოლიტიკური სახეები და სიმბოლიკა.
საინიციატივო ჯგუფი ხაზგასმით აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალადობრივი მეთოდი ჩვენთვის მიუღებელია და ვიმოქმედებთ მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების ფარგლებში
#არანამოხვანისკასკადს
#არადიდკაშხლებსსაქართველოში
#არასასიკვდილოკედელს










