LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 წლის გიორგი შაქარაშვილს მეორე დღეა ეძებენ (+ფოტო)

შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან სამი მანქანა წავიდა – რას ყვება გურამ ამირხანაშვილი

დაპოსტა 2020/07/15-ში
A A
397
ნახვა
გაზიარება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, პირველი გამოკითხვისას, გამომძიებლებს ეუბნება, რომ გიორგი შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან მცხეთაში სამი მანქანა წავიდა.

გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში ვკითხულობთ:

„ჩემი ტელეფონი ჩხუბამდე ვათხოვე კოკოს (კონსტანტინე ღიბრაძე), ტაქსის მძღოლმა მომცა თავისი ტელეფონი, რითაც მაშინვე დავურეკე ირაკლი წაქაძეს.

მოვუყევი მომხდარი ფაქტის შესახებ და ვთხოვე, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო უკან და მოეძებნა გიორგი შაქარაშვილი. აღნიშნულზე ირაკლი წაქაძე დამთანხმდა. დილას მითხრა, რომ სამი ავტომანქანით წავიდნენ ირაკლი და მისი მეგობრები გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ“.

19 წლის ირაკლი წაქაძე, ფეხბურთელი, დაბადების დღეზე იუბილარმა მიიპატიჟა. წაქაძე ნარეკვავში მდებარე აგარაკზე თავისი კუთვნილი ავტომობილით, ვერცხლისფერი „მერსედესით“, რამდენიმე მეგობართან ერთად ჩავიდა. გამოკითხვის ოქმის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს ის „მისი სპორტული კარიერიდან გამომდინარე“ იცნობდა. ირაკლი წაქაძე გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას.

ამის შემდეგ, ახალგაზრდები, იუბილარის გარდა (წაქაძის ჩვენების თანახმად, ის სხვა მანქანაში გადაჯდა), მისი კუთვნილი მანქანით, ლისიდან მიდიან საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე, სადაც ხვდებიან ლუკა ბეჟანიშვილის მეგობრებს. წაქაძის ჩვენების თანახმად, სწორედ ეს პირები მიდიან მცხეთაში სამი მანქანით:

„ლუკას და საბას [საბა ჩხარტიშვილი, ერთ-ერთი ბრალდებული] მეგობრები, რომელთა ვინაობაც ჩემთვის უცნობია, წავიდნენ მცხეთაში დარჩენილი მეგობრების ჩამოსაყვანად.

მე დეტალურად არ დავკვირვებივარ მათ მანქანებს, თუმცა, მახსოვს, რომ ერთი იყო ვერცხლისფერი „ლექსუსი“, მეორე, მუქი ფერის ჯიპის ტიპის მანქანა, ხოლო მესამე არ მახსოვს.

მე და ჩემი მეგობრები დავრჩით ჩემს მანქანაში. მცხეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, მათ თბილისში ჩამოიყვანეს ვახო ახვლედიანი, კონსტანტინე ღიბრაძე და ქათამაძე.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გურამ ამირხანაშვილს მოუხერხებია და ტაქსით წამოსულა სახლში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, როგორც მოგვიანებით, ჩემთვის და ბიჭებისთვის გახდა ცნობილი, უცნობი მიმართულებით გაქცეულა.

დღეს დილას, ჩვენს სამეგობროს გვირეკავს გიორგი შაქარაშვილის დედა და გვეუბნება, რომ გიორგი სახლში არ დაბრუნებულა. ასევე გვეკითხებოდა, ხომ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი“… ეს ჩვენება ირაკლი წაქაძემ გამოძიებას 19 ივნისს მისცა.

ირაკლი წაქაძის ჩვენებას თუ დავეყრდნობით, მან მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის შესახებ არა გურამ ამირხანაშვილისგან, არამედ ლუკა ბეჟანიშვილისგან შეიტყო, რომელსაც საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ვახტანგ ახვლედიანმა დაურეკა.

წაქაძის ჩვენებას არ ემთხვევა კონსტანტინე ღიბრაძის თბილისში დაბრუნების ამბავიც, რადგან საქმის მასალებიდან და ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ღიბრაძე ინციდენტისას გაიქცა, გზაზე მიმავალი ტაქსი გააჩერა და თბილისში ასე ჩამოვიდა.

ირაკლი წაქაძის ჩვენების თანახმად, გურამ ამირხანაშვილი თბილისში არა „ტოიოტა კამრის“ – თავდამსხმელების მანქანას, არამედ ტაქსის ჩამოჰყავს. თუმცა, ვიდეოჩანაწერების თანახმად, გურამ ამირხანაშვილი თბილისში ჩამოჰყავს “ტოიოტა კამრიში” მსხდომ ექვს პირს.

რაც შეეხება სამ ავტომობილს, რომლებზეც გურამ ამირხანაშვილი და ირაკლი წაქაძე ჩვენებებში ლაპარაკობენ:

ერთი ავტომობილი, დიდი ალბათობით, არის ის „ნაცნობი ტაქსი“, რომელსაც ინციდენტის ადგილიდან მოჰყავს ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე. ამ ავტომობილი შესახებ ვახტანგ ახვლედიანი ლაპარაკობს თავის ჩვენებაში და ამბობს: “მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანეთ სახლში. რამდენიმე წუთში, ჩვენთან მოვიდა ჩემი მეზობელი კახა, გვითხრა, ლუკამ გამოგვგზავნაო, რის შემდეგაც, მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში“.

მუქი ფერის ჯიპის ტიპის ავტომობილი, შესაძლოა იყოს სწორედ ის შავი ფერის „ჰიუნდაი“, რომლის შესახებაც იმ ტაქსის მძღოლი ლაპარაკობს, რომელმაც ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე თბილისში წამოიყვანა:

„ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ“.

გამომძიებლის კითხვაზე, გამოელაპარაკეთ თუ არა თქვენს ნაცნობს, რომელიც შავი ფერის „ჰიუნდაის“ მართავდა, ტაქსის მძღოლი პასუხობს:

„ვუთხარი მე მას, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავს სახლში, რაზეც მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და განვაგრძე გზა“.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი, რა მიმართულებით წავიდა შავი „ჰიუნდაი“, ტაქსის მძღოლი პასუხობს, რომ მისთვის, შავი ფერის მანქანის გადაადგილების მარშრუტი უცნობია.

თუმცა, ტაქსის მძღოლი გამოკითხვისას არ ამბობს, რომ თბილისიდან ის და შავი ფერის “ჰიუნდაი” ერთად გამოვიდნენ.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული საქმის მასალების თანახმად, “ჰიუნდაის” მძღოლი გამოკითხული არ არის.

რაც შეეხება მესამე ავტომობილს, ვერცხლისფერ „ლექსუსს“, ვინ არის მისი მძღოლი და იყო თუ არა ეს ავტომობილი ინციდენტის ადგილას, ამის შესახებ, საქმის მასალებში, ამ ეტაპზე, არაფერი წერია.

გაზიარება166

დაკავშირებული -პოსტები

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურა - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"