გოგი წულაიამ ქუთაისის საბაგიროს მუშაობის გრაფიკის შემცირება გააპროტესტა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ე.წ გორის პარკის ადმინისტრაცია მუშაობის გრაფიკს თავის ნებაზე ცვლის, ისე რომ არ ითვალისწინებს მოსახლეობისა და ტურისტების ინტერესებს. გოგი წულაიას თქმით, ტურისტულ სეზონზე საბაგიროთი დასვენებლები ვეღარ სარგებლობენ , პრობლემები ექმნებათ ბესარიონ გაბაშვილის პარკში მაცხოვრებლებსაც, რომელთათვის საბაგირო სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა. გოგი წულაია ქუთაისის მერიას საკითხით დაინტერესებისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასასვენებელი პარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შრომითი კანონმდებლოდიდან გამომდინარე დასაქმებული კვირაში 40 საათი უნდა მუშაობდეს, სწორედ ამის მიხედვით გადაანაწილეს საბაგიროს მუშაობის საათები. ამჟამად 28 ადამიანია დასაქმებული, დამატებით კადრებზე კი ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული.
შეგახსენებთ რომ ცვლილებები გრაფიკში 3 სექტემბრიდან შევიდა. ახალი გრაფიკის მიხედვით კი საბაგირო ხუთშაბათს ისვენებს, შაბათ-კვირას დილის 12 საათიდან საღამოს 22:00საათამდე, კვირის დანარჩენ დღეებში საღამოს 17:00 -დან 22:00საათამდე მუშაობს.