“ეს რაღაც კეთდებაო რუსთაველის ხიდთან. რავი, პირდაპირ ხიდის მოაჯირს რო ემიჯნება არაუშავს?! რა საინერესოა კიდევ რა ადგილებია გასხვისებული და რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ქუთაისისადმი დამოკიდებულება მაგიჟებს, მაგრამ მერიას და არქიტექტურის სამსაზურს რა ემართება?! გვპირდებოდნენ ხიდის თავებში სვეტების გაკეთებას და მივიღეთ ეს:(” – წერს ჟურნალისტი და სამოქალაქო ატივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე ფეისბუკზე და ფოტოებს აქვეყნებს.
ხვიჩა ვაშაყმაძის შეშფოთებას სოციალურ ქსელში რომ რუსთაველის ხიდზე “რაღაც ფარდულის” მშენებლობა იწყებოდა დღესვე კომენტარის სახით გამოეხმაურა ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა გიორგაძე, სადაც ის აღნიშნავდა რომ რუსთაველის ხიდზე არაფრის მშენებლობა არ იგეგმება:
” ხვიჩა, არაფერი არ შენდება აქ გამაგრებითი სამუშაოებია ტროტუარის როგორც მითხრეს არქიტექტურაში. ტროტუარის ქვემოთ არის ადგილი რომელიც ავარიულია და შესაბამისად ზედა ნაწილსაც ხდის საფრთხის შემცველს. ზუსტ ინფოს ამაზე ვერ გეტყვი თუმცა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ არაფერი შენდება.” – წერს თეონა გიორგაძე.















