LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აღდგომის ცეცხლს საქართველოში პატრიარქის ნაჩუქარ ხატთან ერთად ჩამოიტანენ

ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის – ილია მეორე

დაპოსტა 2020/07/13-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნე მრევლი დალოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოზე და მომავალზე , ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებულ ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესაც საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, – განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება446

დაკავშირებული -პოსტები

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურა - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"