LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“  შაქარაშვილის საქმეზე

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეზე

დაპოსტა 2020/07/11-ში
A A
2.4k
ნახვა
გაზიარება

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, – საგამოძიებო ორგანოსთვის ბილანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

„2020 წლის 18 ივნისს დილის საათებში გამოვედი სახლიდან და ჩვეულებრივ უბანში ვიყავი მეგობრებთან სალაპარაკოდ. დროგამოშვებით შევდიოდი სახლში და გამოვდიოდი ისევ ჩემს ქუჩაზე მეგობრებთან, ზოგადად მახსოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩუღურეთის უბანს არ გავცილებივარ, ყოველ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ქალაქის ტერიტორიიდან არ გავსულვარ.

ღამის საათებშიც ვიმყოფებოდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვსარგებლობდი Facebook-ით და სხვადასხვა სოციალური ქსელით და დაახლოებით, უკვე 2020 წლის 19 ივნისის 02:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად. ჩვეულებრივ მეძინა დილამდე და არსად გავსულვარ. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიიდან.

პიროვნებებს – თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ლაშა შერმანდინს, გიორგი მერაბიშვილს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკოლოზ ქანაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, აკაკი ქვრივიშვილს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოქშელიძეს, ირაკლი წაქაძეს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გიგა ტატიაშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზეზვა ხომასურიძეს, გიორგი ქათამაძეს, ნიკა ხეჩოშვილს, გურამ ამირხანაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, იაკობ ბრეგვაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ვახტანგ ჩიქოვანს, ანი გაბეჩავას, არ ვიცნობ. მათი სახელი და გვარები პირველად მესმის, არ გამოვრიცხავ რომელიმე მათგანი სადმე შემხვედრია, მაგრამ არ მახსოვს ზემოთ დასახელებულ პიროვნებებთან როდესმე რაიმე სახის ურთიერთობა მქონოდა. არც გიორგი შაქარაშვილს ვიცნობდი.

2020 წლის 7 ივლისს მე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ვნახე სიუჟეტი, სადაც გარკვეული სახით დამაკავშირეს ამ საქმესთან და ვინმე გურამ ამირხანაშვილთან, თითქოს მას შევხვდი 2020 წლის 19 ივნისის ღამეს „დიდუბის“ მეტროსთან. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან არც გურამ ამირხანაშვილს და არც დანარჩენ პიროვნებებს არ ვიცნობ, ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არასდროს არ შევხვედრივარ და არც დისტანციური საუბარი მქონია. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ სიუჟეტში გასული პირი მე არ ვარ და კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მთელი ის დღე და ღამე ვიმყოფებოდი ჩემს უბანში და სახლში.

მე დღეს ვიმყოფებოდი „მაგთიკომის“ ოფისში, რომლის აბონენტიც ვარ და დამადასტურებლად იმისა, რომ 2020 წლის 18 ივნისის ღამის საათებიდან 2020 წლის 19 ივნისის დილის ჩათვლით ვიმყოფებოდი სახლში, გამოძიებას წარვუდგინე ჩემი ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდი, 9 ფურცლად, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ საქმეს. მე ასევე დამატებით წარმოგიდგენთ ჩემი ტელეფონის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებს საქმეზე დასართავად“,

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ გავიგე 2020 წლის 19 ივნისს ტელევიზიის მეშვეობით. მე ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია. ზოგადად ტელევიზიიდან ვიცი, რომ ჩხუბში მონაწილეობდნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები – კონკრეტულად ვინ, დღესაც არ ვიცი. მცხეთის ტერიტორიაზე ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ ვიმყოფებოდი. ტელეეთერში ნანახი მიკროავტობუსი არ მეცნობა, არ ვიცი თუ ვის ეკუთვნის. თეთრპერანგიანი ახალგაზრდა, რომელზეც ტელეკომპანიები ამბობდნენ, თითქოს მე ვიყავი, მე არ მეცნობა“, – ნათქვამია ბილანიშვილის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის 8 ივლისს მიცემულ ჩვენებაში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება975

დაკავშირებული -პოსტები

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურა - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"