უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთვის საზღვარს არ ხსნიან.
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები:
ავსტრია
ბელგია
ბულგარეთი
დანია
ნორვეგია
მალტა
ფინეთი
შვეიცარია
ჩეხეთი
სლოვაკეთი
უნგრეთი
ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.










