გადასვლა შინაარსზე
ახლახან
ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავამიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენესქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვესპროკურატურა ინფომარაციას ავრცელებსდღეს შობის მარხვა დაიწყოცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავამიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენესქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვესპროკურატურა ინფომარაციას ავრცელებსდღეს შობის მარხვა დაიწყო
ორშაბათი, 30 ნოემბერი
12+
გაზიარება
სამართალი

ექსტრადაცია გერმანიიდან – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საქართველოს გადმოსცემენ

გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. აღნიშნულს ფაქტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ. უწყებაში დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

რას ფიქრობ ამ ამბავზე?

შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობის ქუთაისში აშენება თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება იყო – მაია ცქიტიშვილი