ტვ „პირველის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა, დაკავებების ახალი სერია დაიწყოს. მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაბარებულია ნიკა ბეჟანიშვილი, რომელიც აგარაკზე კონფლიქტში იღებდა მონაწილეობას და რომლის სახლიდანაც სისხლიანი ტანსაცმელია ამოღებული. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია გამოკითხვაზე დაბარებული.
მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...









