გურამ ტაბატაძე ქვედა სიმონეთში ე.წ სათემო უბანში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. გურამ ტაბატაძის თქმით აქ ე.წ წყლის საქაჩია მოწყობილი, თუმცა ეს მათ პრობლემას არ ჭრის . ის რომ საკითხი მწვავედ დგას სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც თავისუფალად საუბრობენ. რეზერვუარი,რომელიც სოფელს წესით სასმელი წყლით უნდა ამარაგებდეს დაბინძურებულია . სასმელი წყლის პრობლემასთან ერთად პრობლემაა გზაც . ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებელობის გამო რეისების რაოდენობა და სოფელში შესვლის კილომეტრაჟიც შეზღუდა მიკრო ავტობუსმა .
მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...








