LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გადავიდეთ ონლაინ სწავლებებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში – ამირან გამყრელიძე

თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია – ამირან გამყრელიძე

დაპოსტა 2020/07/02-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე მაგიდასთან მუშაობის დროს, თუ აბიტურენტს პირბადე აწუხებს, პირბადის მოხსნა შეუძლია და ამისთვის არავინ დასჯის, სხვა შემთხვევაში კი პირბადის გამოყენება აუცილებელია.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, დაახლოებით 2 თვეა, რაც შექმნილია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც მონაწილეობდა და ყველაზე დიდი კამათი 2 საკითხთან მიმართებაში იყო. ერთი, გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და მეორე – პირბადის გამოყენების წესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დამცავ და პრევენციულ საშუალებაზე.

„ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით და რეკომენდაციებით, მუდმივად იყო მსჯელობა ე.წ. ვენტილატორებსა და გაგრილების საშუალებებზე ანუ კონდიციონერებზე. უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოცდების პროცესში კონდიცირების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ადამიანებს პირბადე ეკეთოთ. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს გარკვეული წუხილი ჰქონდათ, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია. დაგეთანხმებით, გარკვეულწილად შემაწუხებელია და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება გაიფანტოს. ეს არგუმენტი, ზოგადად, ნაკლებ დამაჯერებელია, მაგრამ აქაც გამოინახა კომპრომისი იმ თვალსაზრისით, რომ პირბადის ხმარება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში. მათ შორის, აბიტურიენტი პირბადით უნდა შევიდეს გამოცდაზე. საგამოცდო ბილეთის აღების დროს კომისიის წევრებთან და ზედამხედველებთან კონტაქტის დროს, ანუ როდესაც ერთამენთან საუბრობენ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

მაგიდები მეჩხერად არს განლაგებული, განახევრებულია და მათ შორის მარცხნივ და მარჯვნივ დისტანცია მინიმუმ 2 მეტრია, ასევე არის ე.წ დეზობარიერი. მაგიდასთან დაჯდომის დროს ვუშვებთ შემდეგ შემთხვევას, რომ თუ აბიტურიენტს არ სურს ატაროს ბირბადე, შეუძლია წერის დროს მოიხსნას, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებელია, რომ მას პირბადით ესაუბროს. თუ სურს საპირფარეშოში გასვლა, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ასევე წერის დასრულების შემდეგ, როცა უნდა ჩააბაროს ნაწერი, პირბადე უნდა ეკეთოს. ანუ მაგიდასთან მუშაობის დროს, თუ მას პირბადე აწუხებს პირბადის მოხსნა შეიძლია, ამისთვის არავინ დასჯის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კონდიცირებას, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, გამოცდების დაწყების წინ ხდება ოთახის სრულად კონდიცირება, შემდგომ ის გაითიშება. ამასთან, მისივე განმარტებით, ბუნებრივი აერაცია ყველა ოთახში აუცილებელია.

„როგორც ინფორმაცია ამაქვს, ყველა ოთახს, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება, ბუნებრივი აერაციის საშუალება აქვს. ანუ ფანჯრები, რომლებიც მუდმივად ღია იქნება. ასევე ყველა ოთახში იქნება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა. ხოლო თუ ოთახის შიდა ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით კონდიცირება ჩაირთვება, რომლითაც ასევე ყველა ოთახი არის აღჭურვილი. ოღონდ კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტებმა ისევ ნიღაბი უნდა გაიკეთონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არის ის პროცედურები, რომლებიც უნდა დაიცვას ყველამ და რომელიც ინფექციის გავრცელების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.

გაზიარება543

დაკავშირებული -პოსტები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – რა ღონისძიებებია იმართება ქუთაისში

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.   უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.   თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს
მთავარი

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.   როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა
მთავარი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა სულაძე წერს. "ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად...

დაწვრილებითDetails

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი საზაფხულო ბაღში – ინფორმაცია მშობლებისთვის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

დაწვრილებითDetails

“ახალი არჩევნების ჩატარებისთვის ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა...

დაწვრილებითDetails

ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

იხილეთ, რომელი 4 ზოდიაქოს ნიშანი განიცდის ყველაზე დიდ ცვლილებებს: ♈ ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანები, რომელბიც დაბადებიდან გამარჯვებულები არიან

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა არის – იუპიტერი. ასევე, ენერგიული მარსი და სატურნი, რომლის გარეშეც არაფერია, რადგან თუ არ არსებობს დისციპლინა და სტრატეგია, მაშინ ყოველივე ზემოთქმულს – აზრი არ აქვს. ასე...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

ასტროლოგების აზრით, მიზანთროპები უმეტესწილად იბადებიან შემდეგი ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ: მორიელი მორიელები ცნობილი არიან თავისი უნდობლობით ადამიანების მიმართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელანდებათ ღალატი, ამიტომ, მუდმივად ეჭვიანობენ და ჩასაფრებული არიან. მათი...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის 1-2 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გთავაზოვთ განრიგს:  1 ივნისი  12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"