ევროპის რეგიონთა ასამბლეის ეგიდით 2019 წლის 1-3 ოქტომბერს სერბეთში, ქალაქ ნოვი სადში მეორე რეგიონალური ბიზნეს ფორუმი იმართება, რომელშიც ორგანიზებულია ევროპის სამეწარმეო ქსელთან (Enterprise Europe Network) პარტნიორობით – ინფორმაცას იმერეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით იმერეთი, როგორც ერა-ს წევრი რეგიონი, ოფიციალურად არის მიწვეული აღნიშნულ ფორუმზე, რაც ასევე საშუალებას აძლევს იმერეთში მოღვაწე მეწარმეებს, ბიზნეს ოპერატორებს მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს ფორუმში, წარმოადგინონ თავიანთი ბიზნეს პოტენციალი, იდეები და ურთიერთგაცვალონ კარგი პრაქტიკა და ტექნოლოგიები.
წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემებია: სოფლის მეურნეობა და საკვები; ლითონის გადამამუშავებელი ინდუსტრია; საავტომობილო ინდუსტრია; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; კრეატიული ტექნოლოგიები. B2B (ბიზნესი-ბიზნესისათვის) შეხვედრების საშუალებით, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ იპოვონ პარტნიორები საკუთარი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.rbf.vojvodina.gov.rs/