ქუთაისი მუნიციპალური ტრანსპორტის მოლოდინშია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით 60 ახალი ავტობუსი კონტრაქტორმა კოპანიამ მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უნდა შემოიყვანოს ქალაქში.
ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის მართვისთვის ქუთაისში უკვე შეიქმნა კერძო შპს „ქუთაისის ტრანსპორტი“.
თუ როგორ იმუშავებენ ავტობუსები და რა ცვლილებებს მოუტანს ქუთაისს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა ამის შესახებ “მეგა ტვ”-მა შპს-ის დირექტორი გიორგი გიორგობიანი ჩაწერა.
შეიცვლება სვლა გეზების მიმართულება , ხოლო გადაადგილება კონკრეტულ განრიგში ჩაჯდება , რაც გაჩერებებზე სპეციალურ დაფებზე იქნება მითითებული.
გიორგობიანის თქმით სივების მიღებას მძღოლების ასაყვანად შპს მომდევნო თვიდან დაიწყებს. მთავარი კრიტერიუმები გამოცდილება და კეთილსინდისიერება იქნება გიორგობაინის თქმით ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს , თუმცა არა სრული დატვირთვით.









