ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი განყოფილება დაემატება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილება სოციალური სამსახურის დებულებაში შევიდა, რომლის თანახმად, ახალი განყოფილება ბავშვთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერაზე იმუშავებს.
მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...








