ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.
“ა.ა.ი.პ ,,დასუფთავება კეთილმოწყობა” დირექტორმა, მძარცველმა თეიმურაზ ფურცელაძემ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. შარშან და წელს თავისი ყანები დაამუშავებინა თანამშრომლებს, დღეს კი ნაცნობ მეგობრებს ეხმარება, კერძოდ ზარანში ლალი კიკნაძის ყანა ითოხნება. დღეს სამუშაო დღეა, თანამშრომლები თავიანთი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, დასუფთავების სპეც. და უაზის ტიპის ავტომანქანებით ყავს გაშვებული თავისი ახლობლის ყანების გასათოხნად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს როგორი მერი, საკრებულოს თავჯდომარე და დეპუტატი ჰყავს, ისეთივეა დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელიც, თემურ ფურცელაძე.” – წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.
https://www.facebook.com/100011548832634/videos/pcb.1043146809413604/1043136356081316/?type=3&theater
https://www.facebook.com/100011548832634/videos/pcb.1043146809413604/1043144219413863/?type=3&theater










