პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ფრაქციებს და კომიტეტებს სთხოვა ანგარიშის განხილვისთვის მოემზადონ.
“მიმდინარე კვირაში იგეგმება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა და მოსმენა. ვთხოვ ფრაქციებს და კომიტეტებს მოემზადონ ამ ანგარიშის განხილვისთვის,” – აღნიშნა თალაკვაძემ.









