ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის მსვლელობისას მცირე ჩხუბი იყო.
პოლიტიკოსის გამოსვლის დროს უცნობმა პირმა მსუბუქი ავტომობილის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე ჩაიარა. მას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ინციდენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ ბრიფინგი გამართა.
გრიგოლ ვაშაძემ 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს სადამსჯელო ოპერაცია ჩაუტარა. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც მსუბუქი ფორმითაც ვერ აფასებს ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის ფაქტს, არბევს საკუთარ მოქალაქეებს. ბრიფინგის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა.










