LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს – მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისიდან ერთი წლის შემდეგ

ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს – მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისიდან ერთი წლის შემდეგ

დაპოსტა 2020/06/20-ში
A A
182
ნახვა
გაზიარება

„20 ივნისი, 20 ივნისი, 20 ივნისი

მთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში.

ბევრ რამეს ვუშვებ, ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება. ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე?“ – ასე იწყევს სოციალურ ქსელში პოსტს მაკო გომური.

„ბავშვობაში,მახსოვს, მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა, რაც გამოშვერილი იყო, ამტვრევდა-თვალი არ იტკინოვო.

უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა, მოტრიალდა, თვალებზე მაკოცა, წავიდა, გავეკიდე, თან ხელში ნაფოტი მეჭირა, წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი.შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერატად.მაშინ გადავრჩი.

გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო,თავისი ცხოვრებით,უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით,თუ დრო დარჩებოდა.
ცოტა არეული გოგო,მაგრამ წყნარი ცხოვრებით.

ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

,,ეს ის გოგოა,აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს” გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია?
არა არ იცით,მარტო იმათმა ვიცით,ვისაც რუსთა ველზე თვალი ამოგვთხარეს.

და რის გამო?
ან ვის გამო?
ან ვინ?
ან რატომ?
რას ვუშავებდი?
რას ვაშავებდი?

კითხვები,მხოლოდ კითხვები.
პასუხების გარეშე.
კითხვები,რომელიც გჭამს,ტვინს გიჭამს,ქაოსს ქმნის.
ქაოსს,რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ-ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

სინამდვილეში,ყოველთვის დიდი ქაოსია თავში,გონებაში.
რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო.
რადგან გინდა იყვირო,ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე,როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე,შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

ხო,20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა.
ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე.

გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები.

როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ჰოლმე.

არ ვიცი,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ
სადაც აქამდე მოხვედი,ცოტაც რა
დაიკიდე რას გეტყვიან

ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის,დაღლილია,დათრგუნულია,ვეღარ იგებენ ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ.

იმ ქალისაც მესმის,პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა.
შეიძლება,ჩვენი ბრალიცაა.
საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა,არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.
რადგან ასე არაა.
და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.
მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.
რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი.

ისიც ვიცი,ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან,ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს.

რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან,ხმა რომ არ ამოაღებინეს.

რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს.

რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს.

და როდემდე?
ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას?
მე არ ვაპირებ.

თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე,ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს,რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო.

არ ვიცი,როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში.
სად ვიქნები ან რას გავაკეთებ.
ერთი ვიცი,ყოველთვის ვეცდები,ვიყო ბოლო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან.

ეს ფოტო იცით ალბათ,ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს.
ის ხელი ჩემი დისაა.
რომ ჩამკიდა,აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ.

გახარია რამდენიც არ უნდა იძახო,რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება,რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში,ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლივებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის,რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო.

ხვალ მივალ ისევ იქ,ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს,მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით.

მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად,ვიდრე აქამდე.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze 200 ნაცის თავის დათვლა არ დაგავიწყდეს,თუ მეტის თვლა არ იცი,დაგეხმარები და ერთად ვითვალოთ

ხვალამდე“ – წერს სოციალურ ქსელში მაკო გომური.

გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება გარემოს ეროვნული სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. „ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"