სტიქიის შედეგად ქუთაისი ალპანა მამისონის 130 კმ. ზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე წუთის მანძილზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა, თუმცა რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, დროულად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გზის გაწმენდა. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...









