LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქარელის საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით არიან დაკავებულები

ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2020/06/17-ში
A A
208
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც, მათივე თქმით, არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

სუს-ი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 15 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთდა განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც, ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.

ხსენებულ განცხადებაში, ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის – ნამდვილის თუ ყალბის – გავრცელებამ, შესაძლოა დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი – დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება.

მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკრუპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა.

ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

ამასთან, გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხა მოიპარა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანხმლებ არასრულწლოვანთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი...

დაწვრილებითDetails

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით იმერეთსა და სხვა რეგიონში 21 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით იმერეთსა და სხვა რეგიონში 21 პირი დააკავეს
მთავარი

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ...

დაწვრილებითDetails

ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება – ალეკო ელისაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენია “ქართული ოცნების” სიაში” – ალეკო ელისაშვილი
მთავარი

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ - იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 173 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს. 430...

დაწვრილებითDetails

ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის – SJC

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

„ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ მესამე სარჩელს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სამართლებრივად აფასებს: "ეს ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის"- წერს SJC. ორგანიზაციის განმარტებით, პარტიების აკრძალვის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ბირთვული მასალის გაყიდვას ცდილობდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
საქართველოში ბირთვული მასალის გაყიდვას ცდილობდნენ – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"