LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მეამბოხე” მაჟორიტართა შესახებ უმრავლესობის ლიდერმა განცხადება გააკეთა და საკონსტიტუციო ცვლილება დაანონსა

აგრესიული რიტორიკა, რომელიც ხშირად რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან მოდის, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არის მიმართული – მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2020/06/17-ში
A A
166
ნახვა
გაზიარება

აგრესიულ რიტორიკაში შესვლა არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეებთან და აი, ამ აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ხელისუფლება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ჩვენ მსგავს საკითხებზე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ვაყენებთ და რეაქციასაც ყოველთვის ვთხოვთ. ეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც ხშირად რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მოდის, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არის მიმართული, მაგრამ ზოგადად აგრესიულ რიტორიკაში შესვლაც არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს და მისი თანმდევი შედეგები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხშირად გვინახავს. ამიტომ თუ ვინმეს მიზანია, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კი არ ვიმუშაოთ ასეთ საკითხებზე, არამედ ჩვენც ჩავერთოთ ამ აგრესიულ პოლიტიკაში, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ქართულ სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, საფრთხეებთან და აი, ამ აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ და დავიწყოთ უშედეგო აგრესიული რიტორიკა, რასაც ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგთან არანაირი შემხებლობა არ ექნება. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად, მყარად, კატეგორიულად, თუმცა „ნაცების“ და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში რატომ არ შემოდიხართო – ამ თემებში ჩაყოლას არ ვაპირებთ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. აღნიშნულს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი და რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“, – წერს კადიროვი.

გაზიარება66

დაკავშირებული -პოსტები

“ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
მთავარი

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. რუსთავი 2-ის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა....

დაწვრილებითDetails

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება-ჯანდაცვის სამინისტრო

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელი – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. „მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო...

დაწვრილებითDetails

ჯაშუშობის ბრალდებით, საჯარო მოხელე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს...

დაწვრილებითDetails

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში
მთავარი

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 4 -9 მაის. მსოფლიოს 2გზისა (ვერცხლი;ბრინჯაო) და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სახელობის ტურნირი მე-15-ედ ჩატარდება! ქუთაისის საკრივო სკოლას მრავალი გამორჩეული სპორტსმენი...

დაწვრილებითDetails

“საბჭოური დეზინფორმაციაა, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს”- კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და მისი კოლეგები საკუთარი საბჭოთა წარსულისგან ვერ გათავისუფლდნენ - საბჭოური დეზინფორმაციაა ის, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს, - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ...

დაწვრილებითDetails

“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
მთავარი

ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის 43-ე სარ­თუ­ლი­დან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ“ გა­ავ­რცე­ლა....

დაწვრილებითDetails

“მედიის თავისუფლებაც ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს - ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ! - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გაგა კირკიტაძე...

დაწვრილებითDetails

აპრილში, ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 106 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 ფაქტი გამოავლინეს. 369...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"