იტალიაში ქუთაისელი ემიგრანტი, მამუკა აბდალაძე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით ემიგრანტს გული გაუსკდა.
“მამუკა ძალიან ვწუხვარ! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი,სადაც მართალნი განისვენებენ.!!!
ყოველთვის მემახსოვრება შენი სიტყვები, ჩვენი ბოლო საუბრიდან “გახსოვდეს, რომ უაღრესად პატივს გცემო“
მემახსოვრება!… და მეც გეტყვი ბოლოჯერ. ძალიან გული დაგვწყვიტე.!!! ყველას ვუსამძიმრებ, შენივე ლექსით, რომელიც ჯერ ჯიდევ 2017 წელში გაქვს დაწერილი. დღეს კი ყველაზე აქტუალურად მივიჩნიე. ბრუნდები შენს მიწაწყალზე შეგხვდებიან მონატრებულნი. ოჯახის წევრები და ახლობლები???
16 დღეში იუბილარიც ხარ უკვე იმიერში. გემშვიდობები
მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა!” – წერს გარდაცვლილის მეგობარი ფეისბუკზე.“მამუკა ჩემო ბავშვობავ, საბავშვო ბაღიდან დღემდე. როგორ მიგეჩქარებოდა საქართველოში და ძალიან ვწუხვართ,რომ უცხო მიწაზე დატოვე სული. ასე ადრიანად გადასახლდი იმ ქვეყნად. გული დაგიწყვიტე შენს თანაკლასელებს და მეგობრებს.უფალმა დაგიმკვიდროს სადაც მართალნი განისვენებენ.” – წერს მამუკა აბდალაძის მეგობარი.

ქართველი ემიგრანტი, რომელიც ქუთაისიდანაა თავის მშობლიურ ქალაქს ლექსს უძღვნიდა:
ქუთაისო
“და, ჩემი ყოფნა ნიშნავდა არას,
ვიკითხე ჩუმად,რისთვის
და, რატომ, ქარი არხევდა
სულის გიტარას,მე ღამეს ვათევ
და ქალაქს, ვათოვ,
ვათოვ იმ ქალაქს,
რომელიც მიყვარს,
თოვლის ფიფქები,
ფიქრია,ჩემი,მომნატრებია,
მისი ქუჩები,თეთრი ხიდი
და ლამაზი ხედი,შენ ქუთაისო
ჩემო მშობელო და ბაღის კიდევ,
კაცობის სკოლავ, სიყვარულით
და ალალი გულით, რომ ეფერები
ჩამოსულ სტუმარს,მეამაყები
ჩემო ქალაქო,აქეთ დავითით,
იქით ბაგრატით, შენს გარიჟრაჟზე
აისის, სუნნთქვას,რომ მიაგებებ
ცისკარს ნამივით და მე ქედს ვიხრი
ყველას წინაშე,
შენი სახელი ვინც ასე ჭედა,
მიყვარხარ ძლიერ ჩემო ქალაქო
ამ სიყვარულის ვიქნები მონა,
ნატვრა მაქვს ერთი მაგ შენს ქუჩებში,
რომ ძველებურად გავინავარდო,
ჩამომაჯინა რიონის პირას
და მის დუდუნში სუნთქვა გავნაბო.
და ჩემი ყოფნა ნიშნავდა არას,
ჩუმად ვიკითხე, რისთვის
და რატომ, ქარი არხევდა
სულის გიტარას, მე ღამეს ვათევ
და ქალაქს ვათოვ.”










