ქუთაისის ე.წ გორის პარკის საბაგირო ახალ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. როგორც მოქალაქეებმა გვითხრეს ცვლილებები გრაფიკში 3 სექტემბრიდან შევიდა. საბაგირო ხუთშაბათ დღეს არ იმუშავეს, შაბათ-კვირას კი დილის 12 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე მოგემსახურებათ. რაც შეეხება კვირის დანარჩენ დღეებს, საღამოს 17:00 -დან 22:00 საათამდე იმუშავებს. ფაქტს გვიდასტურებს ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასასვენებელი პარკის დირექტორი კახა კუხიანიძეც. მისი თქმით სამუშაო გრაფიკის შეცვლა შრომის კანონმდებლობაში არსებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. მისივე თქმით სამუშაო გრაფიკი კვირაში 40 საათზე გაითვალა. ვიზიტორებს კი, რომლებსაც დღის საათებში პარკის მონახულება სურდათ, უკან მოუწიათ დაბრუნება.
სამი პატარა შვილის დედა მხოლოდ იმიტომ გამწირა რომ, ჩემი სახლის წინ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა გავაპროტესტე – რა მოხდა თერჯოლის მერიაში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი წერს, სამსახურიდან მხოლოდ იმის გამოუშვეს რომ, საკუთარი სახლის წინ ბემზინგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტა. ,,დილით გავიღვიძე ჩვეულ დროს და სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი. მერე გამახსენდა,რომ ჩემი...








