დღეს, ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან ერთად გახსნა.

ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ვანო ჯაფარაძე, გიორგი კეკელიძე, გიზო თავაძე, ავთანდილ ყურაშვილი, ელგუჯა თავბერიძე, ზალიკო ებანოიძე და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.
ბიუსტის დადგმის იდეა მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს ეკუთნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28321,18 ლარი დაიხარჯა და ტენდერში გამარჯვებულმა “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” შექმნა.










