ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა. დაზარალებულები ამ გზით ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მისვლას და ინფორმაციის მიღებას მოითხოვდნენ.
მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათ მოვაჭრეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს, რა დროსაც ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.
ბაზრობის ტერიტორიაზე ორი პირი დაშავდა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი.
დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია.










