ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრსელებს.
ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ბრიგადები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა დამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
რამდენი ოცნებები დაგრჩა აუხდენელი – ვინ არის ბიჭი, რომელიც გუშინ ავარიას ემსხვერპლა (+ფოტო)










