ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა 22 წლის ბიჭი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.










