ქუთაისში 1 900 სოციალურად დაუცველი ოჯახი დარჩა დახმარების გარეშე – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტკომიტეტის წევრმა ირაკლი კიკვაძეკიკვაძემ ყოფილი სამხატვრო სკოლის შებობაში სოციალურად დაუცველებთან ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით თქმით ქუთაისში 2 467 ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 80% -ს არანაირი დახმარება არ შეხვედრია ანტიკრიზისული გეგმით. პოლიტიკოსის თქმით ქუთაისი მერიას შეუძლია ამ ადამიანებს დაეხმაროს.
“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არის ცალსახად უსამართლო და დისკრიმინაციული. ქუთაისში 1 900 ოჯახი დარჩა დახმარების გარეშე, იმ მახინჯი და უსამართლო კრიტერიუმის გამო, რაც დაუწესა მთავრობამ. რა დახმარების გეგმა გამოდის, როდესაც ყველაზე შეჭირვებულ ფენას არ ეხმარები. გამოსავალი არის ის რომ თვითმმართვლობამ გაიღოს ეს ერთჯეადი დახმარება 600 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფომ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს დაუწესა. თვითმმართველობას ამის საშუალება აქვს. ლეგიტიმური მოთხოვნაა, დაახლოებით 5 მილიონი ლარის ეკონომია რჩება, რადგან იმ კოვიდ პანდემიის გამო ბევრი ღონისძიება ჩაიშალა, ხარჯები გამოთავისუფლდა და საჭიროა მხოლოდ ელემენტარული პოლიტიკური ნება და ადამიანობის გამოჩენა საკუთარი მოსახლეობისადმი.” – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ირაკლი კიკვაძემ.
მისივე თქმით ის ოჯახების მონაცემებს აგროვებს, კვირის ბოლოს კი მერიას მიმართავს ოფიციალური განცხადებით, რათა ამ ადამიანემა დახმარება მიიღონ:
“მე იმედს ვიტოვებ რომ ადამიანობა კვლავ არსებობს. რა რაოდენობის ადამიანიც მიმართავს მერიას, მინიმალური ერთჯერადი დახმარებითაც რომ დაემხარონ ესეც გონივრული და სამართლიანი ნაბიჯი იქნება.” – ამბობს ირაკლი კიკვაძე.










