LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეკორდული რაოდენობის რომელი ხილი გაყიდა საქართველომ საზღვარგარეთ

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების – FAO

დაპოსტა 2020/06/08-ში
A A
187
ნახვა
გაზიარება

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, – ამის შესახებ FAO-ს სურსათის უვნებლობის ექსპერტების რჩევებშია აღნიშნული.

„6 სასარგებლო ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და COVID-19-ის შესახებ:

1) ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირებული ადამიანისგან გამოყოფილი ბიოლოგიური მასალა (მაგალითად დაცემინების დროს წარმოქმნილი წვეთები) ნივთებსა და ზედაპირებზე დარჩეს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა საკმარისი ინფექციის ეს რაოდენობა სხვა ადამიანის დასნებოვნებისათვის.

2) კორონავირუსი არ მრავლდება საკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებს ხელსაყრელ პირობებში საკვებზე გამრავლება და ზრდა შეუძლიათ, ვირუსს, როგორც COVID-19-ია, სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი სიცოცხლისა და გამრავლებისთვის.

3) უმი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა უსაფრთხოა. ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის საკვებით გავრცელების არანაირი მტკიცებულება. თუმცა, სანამ ხილისა და ბოსტნეულის დაჭრას, გათლას ან მირთმევას დაიწყებთ, პროდუქტი კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით, საპნის ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გარეშე.

4) შესაფერის ტემპერატურაზე საკვების მომზადება ავადმყოფობის პრევენციის კარგი ხერხია. საკვების მომზადება ან გაცხელება პათოგენების განადგურების ტემპერატურამდე (70°C ორი წუთის განმავლობაში) ამცირებს საკვებით გადამდები ნებისმიერი დაავადების რისკს, ვირუსების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის შესწავლილი, თუ როგორ რეაგირებს COVID-19 საკვების გაცხელებაზე, დაზუსტებულია, რომ სხვა კორონავირუსები ამ ტემპერატურაზე ნადგურდებიან.

5) საკვების შეფუთვის შეხებისას ვირუსის გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. ექსპერიმენტით დამტკიცებულია, რომ COVID-19 ცოცხლობს სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის, საკვები პროდუქტების შესაფუთად გამოყენებად პლასტმასაზე და მუყაოზე, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსთან ამ გზით კონტაქტი საკმარისი იყოს ადამიანის ინფიცირებისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის დაიბანეთ ხელები საკვების ამოლაგების შემდგომ. გაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირს რომელზეც პროდუქტები იდო. ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირს ან პირს, საკვებთან ან საკვების შეფუთვასთან შეხების შემდგომ.

6) გახსოვდეთ COVID-19-ის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდია – ჰიგიენის წესების დაცვა. დაემორჩილეთ უსაფრთხოების ადგილობრივ წესებს, საკვების შერჩევისა და რიგში დგომისას დაიცავით ფიზიკური დისტანცია. ხელები მუდმივად სუფთად გქონდეთ და არ წახვიდეთ საყიდლებზე თუკი ავადმყოფობის რაიმე სიმპტომები შენიშნეთ. საყიდლებზე წასვლის შემდეგ, სანამ საკვებს შეეხებით, სანამ რამეს მიირთმევთ ან მას შემდეგ, რაც საპირფარეშოს გამოიყენებთ ყოველთვის დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

ფერმერებისა და მწარმოებლების შრომასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მომხმარებელთა ჯანმრთელობა! მხარი დაუჭირეთ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო წარმოების სფეროში მომუშავე ადამიანებს, გახსოვდეთ, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი სურსათით მომარაგებას,”-ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება106

დაკავშირებული -პოსტები

13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.   ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.   დღისით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი
მთავარი

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
მთავარი

წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

13 მარტი -  პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13 +18°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"