”სალობიეა თუ უნივერშიტეტი” – ასე აფასებს სტუდენტების ნაწილკ წერეთლის უნივერსიტეტში გამოცდების მობილურით ჩაბარების მოხსნას.
მათი თქმით, 15 ივნისიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყეტილებით, ფინალური გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა, რაც სირთულეს წარმოადგენს. მათი თქმით, უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ მობილურით გამოცდის ჩაბარება ნებადართული არ არის, რადგან სტუდენტები გადაიწერენ. ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისიდან გამოცდები უნივერსიტეტის სივრცეში ჩატარდება, რაც პანდემიის გამო საფრთხის შემცველია. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.
სტუდენტების თქმით, პანდემიის დროს ინტერნეტთან წვდომის არ ქონის გამო შუალედური გამოცდა 350-მა სტუდენტმა ვერ ჩააბარა.სტუდენტების მოთხოვნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. რექტორის მოადგილის, შალვა კირთაძის განცხადებით, გამოცდის კომპიუტერით ჩაბარება ცოდნის რეალური მაჩვენებლის გამოვლენას ემსახურება, რასაც მობილური ტელეფონი ვერ უზრუნველყოფს. მისივე თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც კომპიუტერთან წვდომა არ ექნებათ, გამოცდების ჩაბარების საშუალება 5 ივლისიდან უნივერსიტეტში შეეძლებათ.









