ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ახალი პაციენტი ჰყავთ. 68 წლის აზერბაიჯანელი მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა და ის წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მას აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოდან იუწყებიან მამაკაცი, დადასტურებული კოვიდ19-ით კლინიკაში გამთენიისას შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალიბას.










