საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 809 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 674-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა. ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა...










