ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ქუთაისის მერიიდან იუწყებიან, ზვიად გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, გაკეთდება ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოებს შპს „კომპანია ნიკედო“ ასრულებს. ჩიხის რეაბილიტაციისთვის 49 554 ლარია გამოყოფილი და რამდენიმე დღეში დასრულდება.










