. ”მართვეს” ბაზაზე გაუსაძლისი მდგომადეობა არ არსებობს, თორე 400 ბავშვი ვერ ივარჯიშებდა – ასე უპასუხა ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ ”ლელო საქართველოსთვის” ბრიფინგს. მისივე თქმით ასევე ტყუილია ინფორმაცია ცალკე დაფინანსების შესახებ:
”ის რომ სპორტ სკოლა ცალკე 50 ათასით არის დაფინანსებული ცრუ ინფორმაციაა. ”მართვესთვის” ცალკე ბიუჯეტი არ არსებობს, ეს არის ტყუილი. სპორტ სკოლებისთვის არის ერთიანი ბიუჯეტი, რაც შეეხება დაფინანაებას, ხდება მწვრთნელებისა და მივლინებების დაფინანასება. ”მართვეს” ბაზაზე გაუსაძლისი მდგომადეობა არ არსებობს, თორე 400 ბავშვი გაუსაძლის პირობებში ვერ ივარჯიშებდა.
ყველა სპორტული სკოლა შეჩერებულია. უნდა იცოდნენ რომ კარს ბადე უკეთედდება მაშინ როცა თამაში მიმდინარეიბს. ეზო მოთიბულია, როცა განახლდება ვარჯიშები საფარიც განახლდება.” – განაცხადა ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ.
მისივე თქმით სპორტ სკოლის ფასადზე განთავსებულ ”ქართული ოცნების” დროშაზე მას ინფორმაცია არ აქვს.
კობა ფხაკაძის თქმით ქუთაისში 2020 წელს მოხდება 6 სპორტ სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის 4-ის უკვე დაწყებული. როგორც სპორტულ ააიპში აცხადებენ რეაბილიტაცია დარბაზებით დაიწყეს, რადგან იქ იყო რთული მდგომარეობა. რაც შეეხება ”მართვეს” ბაზას ის ამ პროექტში არ არის ჩასმული.
შეგახსენებთ დღეს ”ლელო საქართველოსთვის” ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა რომ, მართვეს სპორტულ ბაზაზე ბავშვებს გაუსაძლის პირობებში უხდებათ ვარჯიში და ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიის მოწესრიგებისკენ მოუწოდა.









