”აი, არ ვიცი ეს რამდენად ინფრასტრუქტურული პრობლემაა, მაგრამ ძალიან არ მომეწონა ამ ადგილას ეს რაღაც ფარდული. არ ვიცი რას და ვის ემსახურება, რატომ გადაწყვიტეს აქ გაეკეთებინათ. თან კედელზე, რომელიც 2 წლის წინ მოიხატა, მერიამ როგორც ვიცი ტენდერი გამოაცხადა და გარკვეული თანხა გადაიხადა.
იმედია მიხვდებით სადაც არის, თუ არა გეტყვით, რომ მონპლეზირის ტერიტორიაა.” – წერს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს.
”მავნებლობა. მაინტერესებს როგორ გამოასწორებენ კედლის მხატვობის დაზიანებულ ნაწილს. “ბუტკების” დროის ეპოქაში ვბრუნდებით. ვისაც როგორც უნდა ისე იქცევა. ფეხებზე კიდიათ ქალაქი. ნებართვა პრობლემა არ არის უსახური პროექტების მისაღებად, თუმცა თუ ნაცნობი გყავს, უნებართვოდაც აკეთე რაც გინდა!” – წერს სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.
კედელი ცნობილმა ქართველმა არტისტმა მუსია ქებურიამ მოხატა ქუთაისის მერიისა და ჟვანიას სკოლის მხარდაჭერით მოხატა.











