LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„კეთილი გიგანტი“ როგორ იცნოდბნენ და ახასიათებენ ჯორჯ ფლოიდს

„კეთილი გიგანტი“ როგორ იცნოდბნენ და ახასიათებენ ჯორჯ ფლოიდს

დაპოსტა 2020/06/02-ში
A A
534
ნახვა
გაზიარება

აშშ-ში საპროტესტო აქციები არ წყდება. მინეაპოლისის ოქალაქეები დაკავებისას აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლი დააჭირა.

ჯორჯ ფლოიდის შესახებ “პრაიმეთაიმი” წერს.

რა ვიცით ჯორჯ ფლოიდის შესახებ?

 

ფლოიდის ბავშვობის მეგობრის, ქრისტოფერ ჰარისის თქმით, ის მენეაპოლისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ მშობლიური ქალაქიდან, ჰიუსტონიდან (ტეხასი) გადმოვიდა. იმედი ჰქონდა, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა.

„მას ყველაფრის თავიდან დაწყება უნდოდა. ის ძალიან ბედნიერი იყო იმ ცვლილებებით, რომლებიც ბოლო დროს მის ცხოვრებაში მოხდა“,- ამბობს ქრისტოფერი.

ის უბრალოდ მხიარული ადამიანი იყო, რომელიც გვერდით აუცილებლად უნდა გყოლოდა.

 

ტეხასში ფლოიდი მოზარდთა კალათბურთის ვარსკვლავი იყო. მას ზედმეტ სახელად „კეთილ გიგანტს“ ეძახდნენ.

 

„როგორც კალათბურთის მწვრთნელს, არასდროს მიქმნიდა პრობლემებს. საკმაოდ კარგი სპორტსმენი იყო“,- ამბობს ვოლკერი.

 

ვოლკერის ცოლის, გლორიას თქმით, ფლოიდს დიდი გული ჰქონდა. ის ძალიან კეთილი იყო.

 

„სკოლის გუნდის სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, ფლოიდი ყველაზე მეტად იქცევდა ყურადღებას. ის უბრალოდ მხიარული ადამიანი იყო, რომელიც გვერდით აუცილებლად უნდა გყოლოდა. ის საკუთარ შეცდომებში სხვებს არასდროს ადანაშაულებდა. პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა და ცდილობდა ვითარება უკეთესობისკენ შეეცვალა“,- ამბობს გლორია.

 

ჯორჯ ფლოიდი
ჯორჯ ფლოიდი

 

„მშვიდი პიროვნება იყო, ლამაზი სულით“,- ასე ახასიათებს ფლოიდს თანაკლასელი კუპერი.

 

„გცნობებოდა ჩემი ძმა, ნიშნავდა აუცილებლად გყვარებოდა. ის „კეთილი გიგანტი იყო“ და არავის არაფერს დაუშავებდა“,- ამბობს ფლოიდის ძმა, ფილონაიზ ფლოიდი.

ის ცდილობდა საუკეთესო მამა ყოფილიყო

 

NBA– ს ყოფილი მოთამაშის, სტივენ ჯექსონის თქმით, ფლოიდი მინესოტაში სამუშაოდაც ამიტომ გადმოვიდა.

ჯექსონიც ჰიუსტონის მკვიდრია, ის ფლოიდს ტყუპს უწოდებს.

 

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოვისმინე ჯორჯზე. ჩვენ 21 წლიანი ურთიერთობა გვქონდა. მისი სახელი ყოვეთვის იყო ფლოიდი, ჩემი ტყუპი“,- ამბობს ჯექსონი.

ჯექსონის თქმით, ფლოიდს იცნობდნენ როგორ მფარველს. მას ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დახმარების სანაცვლოდ იშვიათად ითხოვდარამეს.

„განსხვავება ჩვენს შორის ის იყო, რომ მე უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდა, ვიდრე მას. ჩემი და მისი სახელი სამუდამოდ იცოცხლებს“, – ამბობს ჯექსონი.

 

 

ჯექსონის თქმით, მინესტოში გადმოსვლის შემდეგ ფლოიდი მას თავისი მოგზაურობის შესახებ ბევრს ესაუბრებოდა.

 

„ბოლოს ჩვენ ერთი წლის წინ ვილაპარაკეთ. ყველა ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმას, თუ როგორ გავმხდარიყავით უკეთესი ადამიანები“,- ამბობს ჯექსონი.

 

ფლოიდს 2 ქალიშვილი ჰყავს. უმცროსი 6 წლისაა და დედასთან, როქსი ვაშინგტონთან ერთად ჰიუსტონში ცხოვრობს.

 

„მე მინდა სამართლიანობა მისი შვილებისთვის. მე მინდა რომ მათზე იზრუნონ მაშინ, როდესაც მათი მამა აქ აღარ არის“,- ამბობს ის.

ჯექსონი ამბობს, რომ ის ფლოიდის შვილებზე აუცილებლად იზრუნებს.

როუზ ჰუდსონი, ფლოიდის ყოფილი, რომელთანაც ჯორჯს 20 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ამბობს, რომ ფლოიდს მასთან ქალიშვილი ჰყავდა.

„ჩემმა შვილმა მამამისის სიკვდილს ტელევიზორში უყურა“,- ამბობს ჰუდსონი.

მისი თქმით, ფლოიდს შვილიშვილიც ჰყავს, რომელსაც ის არ შეხვედრია.

„მის შვილიშვილს ბაბუაზე აუცილებლად მოვიყვები.ვეტყვი, თუ როგორი კარგი კაცი იყო, როგორი მზრუნველი მამა“, – ამბობს ჰუდსონი.

 

ჯორჯ ფლოიდი
ჯორჯ ფლოიდი

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ფლოიდი 2007 წელს შეიარაღებულ ქურდობაში (ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლში შეჭრა) დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფლოიდის მეგობარი ჰარისი ყვება, რომ 2014 წელს მან ჯორჯს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მინეაპოლისში სამსახურის საშოვნელად წასვლა შესთავაზა. მინეაპოლისში ჩასვლის შემდეგ ფლოიდმა ორი სამუშაო დაიწყო – სატვირთო მანქანის მძღოლი და Conga Latin Bistro-ში вышибала-ად მუშაობდა, სადაც მას „დიდ ფლოიდს“ ეძახდნენ.

„ყოველთვის მხიარული. სხვების მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ხანდახან სპეციალურად ცუდადაც კი ცეკვავდა იმისთვის, რომ ხალხი გაეცინებინა.

 

ვცადე მისთვის ცეკვა მესწავლებინა, რადგან ძალიან უყვარდა ლათინური მუსიკა. მაგრამ ის ჩემზე ძალიან მაღალი იყო და ვერ შევძელი.

 

ის ყოველთვის მეძახდა „ბოს -კაცო“ (Bossman). სულ ვეუბნებოდი, რომ მისი ბოსი კი არა, მეგობარი ვიყავი“,- ამბობს ჯოვანი ტუნსტრომი, Conga Latin Bistro-ს მფლობელი.

 

მინესოტას გუბერნატორის მოწოდების – ეპიდემიის გამო სახლში დარჩენილიყვნენ, ფლოიდმა რესტორანში სამსახური დაკარგა.

ფლოიდის დაკავების მიზეზი სავარაუდო ყალბი 20-დოლარიანი იყო. გამვლელის მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვს, რადგან ვერ სუნთქავს: „ვერ ვსუნთქავ“, „არ მომკლათ“,- ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი სიცოცხლის ბოლო წუთებში.

 

 

„ის ყველაფერს აკეთებდა, რომ წინ წასულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. არ მჯერა, რომ ის ფულს აყალბებდა. ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია.მისი სიკვდილი ძალიან ულმობელი იყო. ის სიცოცხლეს ითხოვდა.

როდესაც ყველანაირად ცდილობ იმ სისტემას მოერგო, რომელიც შენთვის შექმნილი არაა, როდესაც კანონიერი გზით მუდმივად სამართლიანობას ეძებ და მაინც ვერ აღწევ, კანონის საკუთარ ხელში აღებას იწყებ“,- ამბობს ფლოიდის მეგობარი ჰარისი.

primetime.ge

გაზიარება260

დაკავშირებული -პოსტები

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ
მთავარი

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე
მთავარი

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"