ქუთაისშ 280 გამოკვლეულიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდათ. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
იმერეთის რეგიონში კარანტინში კვლავ რვა პირი იმყოფება










