ხვალ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სავარუდოდ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს.
კილინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის პირველ საკონტროლო ტესტზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერიდაა. მას განმეორებით ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკიდან გაეწერება.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ კოვიდინფიცირებულ მამაკაცს დღეს პირველი საკონტროლო ტესტი გაუკეთდება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.










