ქუთაისში სავაჭრო ცენტრებმა და კაფე-ბარება მუშაობა განაახლეს. მართალია გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ მაინც.
კაფე-ბარებისათვის ეს ჯერ მხოლოდ გარე ტერასების ღია ნაწილის გახსნაში გამოიხატება. მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა დადებითი მოლოდინი აქვთ როგორც მეპატრონეებს, ისე კლიენტებს.
მუშაობა განაახლეს ტანსაცმლის მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა. დეზო ბარიერებით შესასვლელში, ტემპერატურის მზომებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადეებით შეირაღებულებმა რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ პირველად უმასპინძლებს ასევე პირბადიან მყიდველებს.
განსაკუთრებულ პრობლემას ტანსაცმლის მაღაზიებისათვის გასახდელი ოთახების გაუქმება წარმოადგენს. ეს უკვე გახდა კლიენტების უკმაყოფილების მიზეზი










