LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათით ბევრმა მოქალაქემ ვერ ისარგებლა – თეონა ჭალიძე

მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათით ბევრმა მოქალაქემ ვერ ისარგებლა – თეონა ჭალიძე

დაპოსტა 2020/05/30-ში
A A
282
ნახვა
გაზიარება

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათით ბევრმა მოქალაქემ ვერ ისარგებლა.

მისი თქმით, აღნიშნული მოქალაქეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.

„პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრი თავს იწონებდა და ყელს იღერებდა კომუნალური შეღავათით 1,2-მა მილიონმა ოჯახმა ისარგებლაო. ბატონო გახარია, მე შემიძლია გაჩვენოთ ათასზე მეტი ოჯახი, რომელიც ძალიან გაჭირვებულია, მათ შორის უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, მაგრამ ვერ ისარგებლეს თქვენი კომუნალური შეღავათით. რატომ? იმიტომ რომ არც თქვენ და არც თქვენს მრჩევლებს არ გიფიქრიათ ისეთ ოჯახებზე, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებებში და მხოლოდ ელექტროენერგია აქვთ, ბუნებრივი აირი ზოგადად არ აქვთ საერთოდ. შესაბამისად ლოგიკურია, რომ მთელი დატვირთვა ელექტროენერგიის მოხმარებაზე მოდის და თქვენს დადგენილ ზღვარს 200 კილოვატს თვეში, რა თქმა უნდა გადააჭარბებდნენ. მაგალითად, თბილისში თევდორე მღვდლის 13-ში, ან ისანში სამხედრო ჰოსპიტალში, მარტო ამ ორ მისამართზე 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და მათმა უმრავლესობამ ვერ ისარგებლა შეღავათით. ასევე ვერ ისარგებლეს იმ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ოჯახებმა, რომლებსაც თითო ოთახი ან სარდაფი აქვთ ნაქირავები და ცალკე მრიცხველი არ აქვთ, ერთი საერთო მრიცხველით სარგებლობს მაგალითად ხუთი ოჯახი ვარკეთილში გახოკიძის 145-ში. მინიმუმ 1000 ასეთი ოჯახია, რომელზეც არავის არ უფიქრია, არადა პასუხისმგებლიანი ხელისუფალი ერთ ოჯახსაც კი არ უნდა ტოვებდეს უყურადღებოდ და მიდგომა უნდა იყოს მორგებული ყველა გამონაკლის შემთხვევაზეც, რომ სამართლიანი იყოს დახმარება და მივიდეს სწორედ იმ ბენეფიციარებამდე რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება. მზად ვარ, გახარია და დიმიტრი ხუნდაძე მივიყვანო ამ ოჯახებში. დავიწყებ თევდორე მღვდლის 13 ში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ქალის ოჯახში სტუმრობით, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს და არ აქვს ბუნებრივი აირი და აუცილებლობიდან გამომდინარე სულ ესაჭიროება ცხელი წყალი, რის გამოც მთელი დატვირთვა ელ ენერგიის მოხმარებაზე მოდის და შესაბამისად ვერ ისარგებლა მთავრობის შეღავათით. რას ეუბნებით ასეთ ოჯახებს?“- განაცხადა ჭალიძემ.

მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ასეთი ოჯახების აღწერა და მათ განცხადების საფუძველზე დაერიცხოთ კუთვნილი შეღავათი.

„გამოსავალი არსებობს, ხალხის ინტერესიდან გამომდინარე საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანობის გამგეობების, მუნიციპალიტეტების მიერ მოხდეს ასეთი ოჯახების აღწერა მათი განცხადების საფუძველზე და მათაც დაერიცხოთ კუთვნილი შეღავათი. ვისაც მხოლოდ ელექტროენერგია აქვს შესაბამისად ორმაგი დახმარება მიეცეს, რადგან, რომ ჰქონოდათ ბუნებრივი აირიც, მაშინ აუცილებლად ჩაჯდებოდნენ დადგენილ კრიტერიუმებში. ასევე, უნდა გათვალისწინებულ იქნენ ისეთი ოჯახები, რომლებსაც დავალიანების გამო ჩაჭრილი ჰქონდათ ბუნებრივი აირი და შესაბამისად გადააჭარბეს ელექტროენერგიაზე 200 კილოვატს და ის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებიც, რომლებმაც ვერ ისარგებლეს შეღავათით იმიტომ რომ 1 ლარი და 45 თეთრით მეტი დაწვეს. აქვე ცნობისთვის, მე ვისარგებლე მთავრობის ამ შეღავათით, თუმცა არ მჭირდებოდა და მადონამ ვერ ისარგებლა, ეს სამართლიანია ახლა თქვენი აზრით?? არა, მაგრამ არც ამაზე არ უფიქრია არავის. ეს თანხა უკან არ დამიბრუნებია, დავამატე ქველმოქმედებისთვის გაწეულ ხარჯებს და პროდუქტით დავეხმარე რამდენიმე ოჯახს, მაგრამ მთავრი ისაა, რომ მე და ჩემნაირ ოჯახებს არ უნდა მიგვეღო ეს შეღავათი და ამ ფონზე ვისაც მართლა სჭირდებოდა ისინი არ უნდა დარჩენილიყვნენ დახმარების გარეშე. ჩვენ „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური ვთავაზობთ დახმარებას ასეთი ოჯახების აღწერის პროცესშიც. სიამოვნებით ჩავერთვებით და ჩვენს წვლილს შევიტანთ ადამიანებსთვის რეალურად დახმარების გასაწევად”, – განცხადა ჭალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება113

დაკავშირებული -პოსტები

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურა - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ავარია მანავთან – დაშავებულია 5 ადამიანი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სა­გა­რე­ჯო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავდა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ნავ­ში რამ­დე­ნი სა­ა­თის წინ მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით...

დაწვრილებითDetails

რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს
მთავარი

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.   სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"