LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ ეკლესიას არ დააკისროს პასუხისმგებლობა და არ დაელოდოს მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში – გიორგი გახარია

2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5% – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/05/29-ში
A A
120
ნახვა
გაზიარება

2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან 25.5%-მდეა შემცირებული.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან 25.5%-მდე. მე არაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით წელს, გაიზარდა პენსია პენსიონერებისათვის 20 ლარით. პირველი ივლისიდან მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80%“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, მისთვის უკიდურესად მძიმეა სიღარიბის თემაზე საუბარი. „ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზების გამო. გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც კრიზისში ვართ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ცხოვრება და ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის განმსჭვალული. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ბიუჯეტის 1/3 მიმართულია სოციალური ხარჯებისთვის.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი – ნახეთ განახლებული ფასები

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 636 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.11%-ით კლებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილად ამ დრომდე მიმდინარეობს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მულით დაიწყო, რაც ტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 2, 2026
0
გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

როგორც უკვე ვწერდით, გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. „გურია ნიუსისთვის“ გარდაცვლილის ვინაობა გახდა ცნობილი _ არსებული ინფორმაციით, იგი 45 წლის სოფო კუპრავაა. როგორც წყარო აცხადებს, ქალმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით...

დაწვრილებითDetails

სემეკმა გაერთიანებული წყალმომარგების კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 2, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით...

დაწვრილებითDetails

მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს
მთავარი

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili...

დაწვრილებითDetails

“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში
მთავარი

შიდა გამოცდები და მისი სისტემა, სამწუხაროდ გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა - ამის შესახებ N36-ე საჯარო სკოლის მშობლები "მეგა ტვ"-სთვის მოწერილ წერილში წერენ და განათლების სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი, 1 აპრილს დილით, სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს
მთავარი

ქართული ნიჭი საერთაშორისო ასპარეზზე – თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული წარმომადგენელი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე მიემგზავრება. ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე საქართველოს ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში, მაშველებმა მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ დიმში მცხოვრები, დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ხიდიდან მდინარე ხანისწყალში გადახტა და დაიღუპა. სოფელში მერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"